ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

სინჯარისა და კარაჯაკის მთის რეგიონებზე საჰაერო ოპერაცია განხორციელდა

1106820
ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტების მიერ ბაზად გამოყენებული სინჯარისა და კარაჯაკის მთის რეგიონებზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, PKK/KCK/PYD/YPG -ს და სხვა ტერორისტული ელემენტები იქნა განეიტრალებული, ერაყის ჩრდილოეთიდან ხალხისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების ლიკვიდაციის და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულების 51-ე მუხლის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის მიერ მინიჭებული ლეგიტიმური თავდაცვის უფლების შესაბამისად საჰაერო ოპერაცია ჩატარდა.

ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაციის დროს ტერორისტების მიერ ბაზად გამოყენებული სინჯარისა და კარაჯაკის მთის რეგიონებში ტერორისტების ობიექტები განადგურდა.

ტერორისტების თავშესაფრების, საცხოვრებლების, გვირაბებისა და საწყობების გასანადგურებლად ოპერაციის დაგეგმვისა და შესრულების დროს მაქსიმალური სენსიტიურობა იქნა გამოჩენილი სამოქალაქოების სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების დასაცავად.

 



მსგავსი ინფორმაციები