ტერაქტის შედეგად ავღანეთში 4 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში უსაფრთხოების ძალების კოლონაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

1104375
ტერაქტის შედეგად ავღანეთში 4 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პაგმანის დაბაში, უსაფრთხოების ძალების კოლონაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნაჯიბ დანიშის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი რეგიონში გამვლელი უსაფრთხოების ძალების კოლონასთან ააფეთქა.

ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დაღუპულთა და დაშავებულა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ტერაქტზე კი პასუხისმგებლობა არავის აუღია.   


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები