ქაბულში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

1078599
ქაბულში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერის, ნაჯიბ დანიშის, განცხადებით, ტერორისტმა ქაბულის პული ჩარჰის საპატიმროს ახლოს, თავი აიფეთქა ავტომობილთან, რომელსაც საპატიმროს თანამშრომლები გადაჰყავდა. მისივე თქმით, ტერაქტის შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ქაბული , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები