ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

სარაკეტო თავდასხმის დროს სირიის ქალაქ დეირიზორის დაბა ელბუ კემალი იქნა დაბომბილი

1059655
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ირანის სახელწმიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რევოლუციური გვარდიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს სირიის ქალაქ დეირიზორის დაბა ელბუ კემალი იქნა დაბომბილი.

განცხადებაში არ არის ნათქვამი რამდენი რაკეტა იქნა ნასროლი და აღნიშნულია, რომ თავდასხმა „აჰვაზში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ დაეშ-ის პოზიციებზე იქნა ჩატარებული.“

საინფორმაციო სააგენტო ფარს-ის თანახმად, ადგილობრივი დროით 02.00 საათზე ირანის დასავლეთში მდებარე ქალაქ კერმანშაჰიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტებია 750 კილომეტრის რადიუსის მქონე „ზულფიკარი“ და 800 კილომეტრის რადიუსის მქონე „კიამი“.

ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჰუზისტანის პროვინციის ქალაქ აჰვაზში 22 სექტემბერს ირან-ერაყის ომის 38-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართული სამხედრო ღონისძიების დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები