სასამართლომ დაკავებული ბერძენი ჯარისკაცები გაათავისუფლა

ათენი და ბრიუსელი ამ ფაქტს კმაყოფილებით შეხვდნენ

1032702
სასამართლომ დაკავებული ბერძენი ჯარისკაცები გაათავისუფლა

 

გადაწყდა, რომ ორი ბერძენი ჯარისკაცი, რომლებიც თურქეთის საბერძნეთთან მოსაზღვრე ედირნეში, სამხედრო აკრძალულ ტერიტორიაზე დააკავეს, გათავისუფლებულ იქნას.

ბერძენი ჯარისკაცების ედირნეში გამართულ სასამართლო პროცესს მათი ადვოკატებიც დაესწრნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თურქეთის საზღვარი შეცდომით გადმოკვეთეს და ამიტომ მათი განთავისუფლება მოითხოვეს.

სასამართლომ ადვოკატების ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბერძენი ჯარისკაცები სასამართლო პროცესზევე გაათავისუფლა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსი ჩიპრასმა სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ მესიჯში კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ედირნეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაღრმავებას.

ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და კმაყოფილებით გამოეხმაურა ასევე ევროკავშირის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერიც.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამმენოსმა კი სამადლობელო სატელეფონო საუბარში ათენში მიიწვია თავისი თურქი კოლეგა ჰულუსი აქარი.

ორი ბერძენი ჯარისკაცი მიმდინარე წლის 1 მარტს, თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იქნა დაკავებული



მსგავსი ინფორმაციები