ილჰამ ალიევმა ერდოღანს შეხვედრა საზაფხულო რეზიდენციაში მოუწყო

მათი პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართა

1009634
ილჰამ ალიევმა ერდოღანს შეხვედრა საზაფხულო რეზიდენციაში მოუწყო
cumhurbaskani erdogan azerbaycan2.jpg
cumhurbaskani erdogan azerbaycan1.jpg

 

გუშინდელი ინაუგურაციის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა პირველი ოფიციალური ვიზიტი მოძმე აზერბაიჯანში განახორციელა.

მას ოფიციალური დახვედრა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ილჰამ ალიევმა ბაქოს გარეუბან ზაგულბაში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში მოუწყო. მათი პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართა.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრამდის ერდოღანი ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევის, ასევე შეჰიდთა ხეივანს ეწვია, შემდეგ კი ბაქოში არსებული თურქ ჯარისკაცთა მემორიალიც მოინახულა რა, ყვავილების გვირგვინებით შეამკო ისინი.

მანვე მემორიალის საპატიო ჟურნალი შეავსო და მასში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებენ და გააფართოებენ.

ბაქოში დასრულებული შეხვედრების შემდეგ, ერდოღანი აქედან პირდაპირ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვევა და იქ გააგრძელებს ვიზიტს.



მსგავსი ინფორმაციები