აქტუალური თემის ანალიზი 18/2018

გლობალურ ძალთა ბრძოლა სირიაში

964158
აქტუალური თემის ანალიზი 18/2018

აქტუალური თემია ანალიზი 18/2018

გლობალურ ძალთა ბრძოლა სირიაში

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სირიაში, რეგიონალურ და გლობალურ ძალთა ბრძოლა სირიის შიდა ომზე წინ დადგა. ასადის რეჟიმის მიერ 2011 წელში საზოგადოების მოთხოვნის უარყოფამ, ქვეყნის დემოკრატიზაციის მაგიერ ომში ჩართვამ, სირიის ბევრი რეგიონალური და გლობალური მოთამაშის ბრძოლის არენად გადაქცევა გამოიწვია. ბრძოლის ველად გადაქცეულ ქვეყანას, ერთის მხრივ შიდა ომების და ტერორის პრობლემა აქვს, მეორეს მხრივ კი რეგიონში ქვეყნებს შორის მარიონეტული ომები გრძელდება. რუსეთის, აშშ-ს ინგლისის და საფრანგეთის მსგავს გლობალურ მოთამაშეებთან ერთად თურქეთის, ირანის, საუდის არაბეთის, კატარის, ისრაელის მსგავსი რეგიონალური მოთამაშეებიც გააქტიურდნენ სირიაში. 

გლობალური და რეგიონალური მოთამაშეები სირიაში თავიანთი მისწრაფებების განსახორციელებლად ბევრ მარიონეტულ ელემენტს იყენებენ. რუსეთი ირანთან ერთად ასადის რეჟიმს საჰაერო, სახმელეთო, დიპლომატიურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალებთან ერთად სირიაში ბევრი დაქირავებული რუსი მებრძოლიც იმყოფება. ირანი კი მატერიალურ და სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად ასადის რეჟიმის ადამიანურ რესურს ქმნის. ირანს რუსეთის საპირისპიროდ სირიაში როგორც სირიელი, ასევე ბევრი უცხოელი შეიარაღებული ელემენტი ჰყავს ესენია; ლიბანის ჰეზბოლა, ავღანეთიდან ფატიმიუნის ბრიგადა, ერაყიდან მოძრაობა ნიჯება, პაკისტანიდან ზეინებიუნის ბრიგადა და სხვა. სირიაში ირანს უცხოურ ელემენტებთან ერთად ასევე ხალხის დაცვის ძალების სახელით ბევრი სირიელი წარმომადგენლობითი ელემენტიც ჰყავს. თუმცა სირიაში ასევე მნიშვნელოვან მოვალეობას ასრულებენ თავად ირანის რევოლუციური გვარდიის ნაწილებიც. რუსეთსა და ირანს სირიაში სამხედრო ბაზები და მათ მიერ გამოყენებული აეროპორტები აქვთ. მეორე ფრონტს კი აშშ, საფრანგეთი და ინგლის წამოადგენს. დასავლური ბლოკის ფრონტი დეაშ-თან ბრძოლის სახელით ტერორგანიზაცია YPG-ს ეხმარება. YPG-ს ლიდერობით შექმნილი სირიის დემოკრატიული ძალებით ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე მენბიჩიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ებუ ქემალამდე გადაჭიმულ ხაზს აკონტროლებს. 

აშშ-სა და საფრანგეთს ამ ტერიტორიაზე 25-მდე სამხედრო ბაზა აქვს. ამ ბაზებს შორის 2 საფრენ ზოლს დასავლური ბლოკი იყენებს. ამასთანავე ინგლისსა და აშშ-ს სირიის სამხრეთში მდებარე ტენეფის რეგიონში ორ ბაზა აქვს. ამ რეგიონში კი მაგავირ ალ სავრას სახელწოდების სტრუქტურასთან ერთად მოქმედებს. საუდის არაბეთი სირიაში დიდი ხნის მანძილზე ცვალებადი ინტენსიურობით სირიის ოპოზიციას უჭერდა მხარს, თუმცა ბოლო პერიოდში YPG-ს ლიდერობით სირიის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა დაუწყო. ამასთანავე იმაზეც საუბრობენ, რომ საუდის არაბეთის ლიდერობით არაბული ქვეყნები სირიის დემოკრატიული ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებში სამხედროებს აგზავნის.  

კიდევ ერთ ფრონტს კი თურქეთი ქმნის. თურქეთმა იდლიბის რეგიონში დეესკალაციის ზონის გაკონტროლების მიზნით 9 საკონტროლო პუნქტი შექმნა. მთლიანობაში კი 12 საკონტროლო პუნქტის გაკეტება სურთ. ამასთანავე „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ ოპერაციებით ტერორგანიზაციების დეაშ-ისა და YPG-სგან გაწმენდილ რეგიონებში სამხედროები ისევ რჩებიან. სირიის ხალისათვის უსაფრთხო რეგიონებად ქცეულ აფრინში, აზეზში, ალ ბაბში და ჯერაბლუსში ამავდროულად თურქეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გაწვრთნილი სირიის პოლიციის ორგანიზაცია იცავს წესრიგს. სირიის პოლიცია, სირიის ოპოზიციის მიერ შექმნილ და საერთაშორისოდ აღიარებულ სირიის დროებით მთავრობას ექვემდებარება. სამხედრო კუთხით შექმნილი ეროვნული არმიაც სირიის დროებითი მთავრობის დაქვემდებარებაშია. კატარი კი „კატარის კრიზისამდე“ სირიის ოპოზიციას მხარდაჭერას უწევდა, თუმცა ბლოკადის შემდეგ კატარის გავლენის არეალი სირიაში შემცირდა.

კიდევ ერთი მოთამაშე ისრაელია. ისრაელმა 1967 წლის ომის დროს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ანექსირებული გოლანის მაღლობი და სირიის ტერიტორია მიითვისა. 2011 წელში დაწყებული ომის შემდეგ კი ისრაელმა გოლანის მაღლობებზე გავლენა კიდევ უფრო განამტკიცა. ისრაელი, რომელიც ირანის მარიონეტი ელემენტების რაოდენობის სირიაში გაზრდითა და ჰეზბოლას სირიის არენაზე გაძლიერებით შეწუხებულია, დროდადრო სირიაში ირანისა და ჰეზბოლას ობიექტებზე საჰაერო ოპერაციებს ატარებს.

მას შემდეგ, რაც 2011 წელში ასადის რეჟიმმა ხალხის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და ქვეყანა ომში ჩაითრია, სირია გლობალური და რეგიონალური ძალების ბრძოლის ადგილად გადაიქცა. სირია, რომელმაც ეროვნული სუვერენიტეტი დაკარგა, შეიძლება ითქვას, რომ თითქოს რამდენიმე განსხვავებულ გავლენის არეალად დაიყო. თუმცა სირიის არენაზე მიდინარე ომის მთლიანად გლობალურ და რეგიონალურ ძალთა ბრძოლამდე დაყვანა სწორი არ იქნება. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სირიაში სევ გრძელდება შიდა ომი. 


საკვანძო სიტყვები: #სირია , #გლობალური ძალები , #ბრძოლა

მსგავსი ინფორმაციები