ქაბულში ტერაქტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

961074
ქაბულში ტერაქტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებები მოკლე შუალედებით ქაბულში მდებარე ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობის ახლოს მოხდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ჟურნალისტი, 27 კი დაშავდა.

ტერაქტებზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

გასულ კვირაში ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ერთ-ერთ ცენტრთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორგანიზაცია დეაშ-მ აიღო.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ქაბული , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები