ალიევი კიდევ ერთი ვადით გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი

არაოფიციალური პირველადი მონაცემებით, ხმების 86,09%-ით ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

949597
ალიევი კიდევ ერთი ვადით გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი
Erdoğan-aliyev.jpg

აზერბაიჯანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში არაოფიციალური პირველადი მონაცემებით, ხმების 86,09%-ით ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეზაჰირ პენაჰოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაოფიციალური შედეგების მიხედვით, ალიევმა არჩევნებში ხმების 86,09%-ით გაიმარჯვა.

პენაჰოვმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის კანდიდატმა კუდრეტ ჰასანგულიევმა ხმების 3,4%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზაჰიდ ორუჩმა კი ხმების 3,07% მოაგროვეს.

არჩევნებში მონაწილეობის დონემ 74,51% შეადგინა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ალიევმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „აზერბაიჯანელმა ხალხმა ამ არჩევნებში ხმა სტაბილურობას, უსაფრთხოებას, აღორძინებასა და განვითარებას მისცა.“

ამავდროულად, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ილჰამ ალიევს და გამარჯვება მიულოცა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობთ, ერდოღანმა ალიევს განუცხადა, რომ სასიამოვნოა აზერბაიჯანის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩავლა და საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ გამარჯვება მიულოცა.  



მსგავსი ინფორმაციები