ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლეს ტერორისტებისგან

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლეს ტერორისტებისგან

913106
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლეს ტერორისტებისგან

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლეს ტერორისტებისგან.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიამ აფრინის დასავლეთში მდებარე დაბა რაჯუს სოფლები ზემო ჰაჯიქანლი, ქვემო ჰაჯიქანლი და დერვიშ ობასი ტერორგანიზაცია  PYD/PKK-სგან გაათავისუფლა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ოპერაციის მხარდამჭერმა თავისუფალი სირიის არმიამ, ოპერაციის დაწყების დღიდან 20 იანვრიდან დღემდე PYD/PKK-ს ოკუპაციის ქვეშ მყოფ აფრინის 5 დაბაში ერთი დაბის ცენტრი, 47 სოფელი, 3 დასახლება, 17 სტრატეგიული მთა ან მაღლობი მთლიანობაში 68 პუნქტი გაათავისუფლეს.

ამავდროულად, თავისუფალი სირიის არმიამ ზემო ჰაჯიქანლიში ერთი ტერორისტი ქალი დააკავა.

ოპერაციის ფარგლებში დარმიკის მთაზე ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს თავშესაფრები და საცხოვრებლები აღმოაჩინეს.

რეგიონს საზღვარზე განლაგებულმა ნაწილებმა ჰაუბიცა ფირტინათი ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

 



მსგავსი ინფორმაციები