უმმანის საგარეო საქმეთა მინისტრი რამალლაჰს ეწვია

უმმანის საგარეო საქმეთა მინისტრი რამალლაჰში შეხვდა პალესტინის სახელმწიფო მეთაურს მაჰმუდ აბბასს

912060
უმმანის საგარეო საქმეთა მინისტრი რამალლაჰს ეწვია

უმმანის საგარეო საქმეთა მინისტრი იუსუფ ბინ ალევი, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალლაჰში, შეხვდა პალესტინის სახელმწიფო მეთაურს მაჰმუდ აბბასს.

შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის გავრცელებულ განცხადებაში ალევიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, დღის წესრიგში ჩააყენეს აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გადაწყვეტილება. ისიც გამოკვეთა, რომ სანამ არ შეიქმნება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო, რეგიონში არ დამყარდება ტოლერანტობის კულტურა და სტაბილურობა. უმმანელმა მინისტრმა, ასევე, მოწოდებით მიმართა არაბულ ქვეყნებს:- მოინახულონ იერუსალიმი და მხარი დაუჭირონ პალესტინელ ხალხს.

შეხვედრის შემდეგ ბინ ალევი გადავიდა იერუსალიმში და მოინახულა მესჯიდი აქსა.



მსგავსი ინფორმაციები