ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო თეირანის ძალადობრივი ქმედებები

ეს არის აქამდე გამოქვეყნებული ყველაზე მკაცრი განცხადება

882129
ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო თეირანის ძალადობრივი ქმედებები

 

ირანის დემონსტრაციებში ათობით დაღუპულისა და ათასობით დაპატიმრებულის გამო, აშშ-მა  აქამდე ყველაზე მკაცრი დამგმობი განცხადება გამოაქვეყნა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა ჰეტერ ნაუერტმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოჩენილ ძალადობას ახლოდან აკვირდებიან.

"ირანის მთავრობა განაგრძობს ქუჩაში გამოსული მამაცი და გაბედული ადამიანების მკვლელობასა და დაპატიმრებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ათობით ადამიანის მოკვლას და ათასობით ადამიანის დაპატიმრებას. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი უფლებამოსილება, რომ დემონსტრანტებზე ძალადობის პასუხისმგებლობა დავაკისროთ ირანის მთავრობას. ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ რეჟიმის მსხვერპლთ", ხაზგასმულია ნაუერტის განცხადებაში.

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილმა კი განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილ ძალადობებთან დაკავშირებით ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) საგანგებო სხდომას  მოიწვევენ.



მსგავსი ინფორმაციები