ქაბულში ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

882089
ქაბულში ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელები, 25 კი დაშავდა.  

ტერაქტი საპროტესტო აქციის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერაქტის დროს რეგიონში დიდი რაოდენობით პოლიციელი იმყოფებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორგანიზაცია დეაშ-მა აიღო.

ქაბულში ბოლოს 28 დეკემბერს დეაში-ს მიერ მოწყობილი ტერაქტის დროს მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა, მანამდე კი ოქტომბერში მომხდარ ტერაქტს 69 ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ქაბული , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები