ბომბიანი თავდასხმა ქერქუქში

ერაყის ქალაქ ქერქუქში, დეაშის მხრიდან გზაზე ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა ორი ჯარისკაცი

876863
ბომბიანი თავდასხმა ქერქუქში

ერაყის ქალაქ ქერქუქში, ტერ-ორგანიზაცია  დეაშის მხრიდან გზაზე ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა ორი ჯარისკაცი და დაიჭრა კიდევ ორი. ქერქუქის გენერალური შტაბის უფროსის ალი ფაზილ უმრანის განცხადებით, ინციდენტი მოხდა ქერქუქის სამხრეთით, სოფელ გეიდას ახლოს.  

აფეთქების შემდეგ, დეაშელ სეპარატისტებს და ჯარისკაცებს შორის შეტაკებაში დაიჭრა 2 ჯარისკაცი.  მილიტანები გაიქცნენ და  თავი შეაფარეს მთებს.  უმრანის განცხადებით, თავდამსხმელების დაკავებისთვის, რეგიონში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.



მსგავსი ინფორმაციები