ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

873510
ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ჰერათის უშიშროების სამმართველოს პრესსპიკერის, აბდულ აჰად ველიზადეს განცხადებით, ჰერათის ჯიბრილის რეგიონში მოტოციკლზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით, ტერაქტის შედეგად 6 ადამიანიც დაშავდა და მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.  


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები