ირანის პრეზიდენტი ითო-ს ლიდერთა საგანგებო სამიტზე დასასწრებად სტამბოლში ჩავა

ირანის პრეზიდენტი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა საგანგებო სამიტზე დასასწრებად სტამბოლში ჩავა

865640
ირანის პრეზიდენტი ითო-ს ლიდერთა საგანგებო სამიტზე დასასწრებად სტამბოლში ჩავა

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად გასამართ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა საგანგებო სამიტზე დასასწრებად სტამბოლში ჩავა.

პრეზიდენტის ბიუროს კომუნიკაციების განყოფილების უფროსის მოადგილის, პერვიზ ისმაილის მიერ „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს გასამართ სამიტზე როჰანი სიტყვით გამოვა.

ირანის ელჩმა ანკარაში, მუჰამედ იბრაიმ ტაჰერიანმა აღნიშნა, რომ ირანის საგარეო და პრეზიდენტის დონის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.   



მსგავსი ინფორმაციები