გუშინ სოჭში სამმხრივი სამიტი გაიმართა

სირიის მომავლის საკითხისათვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სოჭის სამმხრივი სამიტი დასრულდა

853200
გუშინ სოჭში სამმხრივი სამიტი გაიმართა

სირიის მომავლის საკითხისათვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სოჭის სამმხრივი სამიტი დასრულდა.

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა და მისმა ირანელმა კოლეგამ ჰასან როჰანიმ, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მასპინძლობით 6 წლის მანძილზე სამოქალაქო ომის კლანჭებში მყოფი სირიის მომავალზე ისაუბრეს.

სამი ლიდერის პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, სირიელებმა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტიელბა თავად უნდა მიიღონ და სირიის ეკონომიკური და სოციალური კუთხით აღდგენისათვის ერთმენთს მოსაზრებები გაუზიარეს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტი სირიის ტერიტორიული მთლიანობის გამაძლიერებელ შედეგებს მოიტანს, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობით ასტანის პროცესი სირიის დაყოფისათვის ხელის შეშლით პოლიტიკური გზების ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფს.

პუტინის შემდეგ სიტყვით გამოსულმა ირანის ლიდერმა როჰანიმ კი განაცხადა: „კმაყოფილები ვართ იმით, რომ სამივე ქვეყანას სირიის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის საკითხზე ერთნაირი მოსაზრება გააჩნიათ და  სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ახლო თანამშრომლობა აქვთ.“

მისივე თქმით, ეს კონგრესი სირიაში ახალი კონსტიტუციის მომზადების საფუძველი იქნება და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ ქვეყანაში სანდო და ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოწმე გახდებიან.  

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი პრესკონფერენციაზე სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK/PYD-ზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ სირიის დაყოფის მოსურნე ფორმირების პოლიტიკურ გადაწყვეტისათვის გამიზნულ პლატფორმაზე თურქეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას.   

პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის ზონების საკითხზე ასტანის პროცესში გადადგმულმა ნაბიჯებმა სასარგებლო შედეგები გამოიღო და საკითხის საბოლოოდ მოგვარებისათვის კი ჟენევის პროცესზე მიანიშნა. მისი თქმით, ამ სამიტზე გადადგმული ნაბიჯების წარმატება კი სირიაში რეჟიმსა და სხვა მოთამაშეებზეა დამოკიდებული და სამივე ლიდერმა სირიის ეროვნული ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთოებისათვის საფრთხის შემქმნელი ტერორგანიზაციებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებიან და ამის საპირისპიროს ვერავინ მოითხოვს. „სირიის ტერიტორიულ მთლიანობას თუ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ხელსისხლიან ბანდას ლეგიტიმურ მოთამაშედ ვერ მივიჩნევთ.“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 



მსგავსი ინფორმაციები