ლავროვი მიიღო ილჰამ ალიევმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანში, მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა

850924
ლავროვი მიიღო ილჰამ ალიევმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანში, მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯან-რუსეთს შორის ურთიერთობების დონით. იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის პოტენციალი უფრო გაძლიერდება მომავალში. მიმდინარე წელს გაიზარდა სავაჭრო მოცულობა და ურთიერთ ინვესტიციები, აქტიურად მუშაობენ ენერგეტიკის და ტრანსპორტის საკითხებზეც. ალიევის ცნობით, გაგრძელდება მოლაპარაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის და მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის პროცესის ირგვლივ. აზერბაიჯანს სურს ამ პრობლემის უმოკლეს დროში გადაწყვეტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცნობით, რუსეთ-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო მოცულობა, მიმდინარე წლის 9 თვეში გაიზარდა 60 %-ი. მთიანი ყარაბაღის გადაწყვეტის პროცესის შესახებ კი, აღნიშნა, რომ  რუსეთი, როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრი, სურს დახმარება გაუწიოს პრობლემის გადაწყვეტას და საკითხში სათანადო წინსვლას. ლავროვი, ასევე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს.



მსგავსი ინფორმაციები