აშშ-ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

ვაშინგტონმა თეირანს ახალი სანქციები დაუწესა

838716
აშშ-ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-მა ირანის რევოლუციური დაცვის არმია ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულა რა, მას ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებულ გვარდიას დაქვემდებარებული ზოგიერთი ნაწილებიც შეიყვანეს სანქციათა სიაში და მათ შორის არიან საჰაერო ძალების, ელ გადირის სარაკეტო სარდლობის, კოსმოსური და საავიაციო დეპარტამენტის, ჯიჰადის ორგანიზაციის და სხვა. გარდა ამისა სანქცირებულების სიაში შეიყვანეს რევოლუციური დაცვის არმიის სარდალი მუჰამმედ ალი ჯაფერი და კიდევ სხვა 5 მეთაური. 13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი  ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულა და კონგრესს ირანთან ხელმოწერილი ბირთვულ შეთანხმების გადახედვა მოსთხოვა



მსგავსი ინფორმაციები