ჩიპრასი, თურქეთის შესახებ

ჩიპრასი საჭიროდ მიიჩნევს თურქეთის ნატოში დარჩენას და მხარს უჭერს ევროკავშირთან თურქეთის განხილვების გაგრძელებას

829544
ჩიპრასი, თურქეთის შესახებ

საბერძნეთის პრემიერმა ალექსი ჩიპრასმა, გუშინ, ვაშინგტონში ჩაატარა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

შეხვედრის შემდეგ, ჩიპრასმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს თურქეთის ნატოში დარჩენას და მხარს უჭერს ევროკავშირთან თურქეთის განხილვების გაგრძელებას.

ჩიპრასმა, თეთრ სახლში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე მიცემული კითხვის პასუხად, გამოკვეთა, რომ თურქეთი არის ნატოს მნიშვნელოვანი ნაწილი და განაგრძობენ თურქეთის ევროპის გზის მხარდაჭერას. პატივით უდგებიან თურქეთს, როგორც რეგიონულ ძალას და სჯერათ, რომ იგი ორიენტირებულია ევროპის პერსპექტივისკენ. ევროკავშირის გზა ღია უნდა იყოს თურქეთისთვის-თქვა ჩიპრასმა.

საყურადღებო გახდა, ჩიპრასის თურქეთისთვის მხარდაჭერა, თურქეთ-აშშ-ს შორის ვიზის დაძაბულობის პროცესში.



მსგავსი ინფორმაციები