ჰულუსი აქარი საქართველოში გაემგზავრა

გაერთიანებული შტაბის მეთაური საქართველოში გაემგზავრა

828483
ჰულუსი აქარი საქართველოში გაემგზავრა

გაერთიანებული შტაბის მეთაური, არმიის გენერალი, ჰულუსი აქარი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გაემგზავრა.

დედაქალაქ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში აქარმა, მეგობარ და მოძმე ქვეყანა საქართველოში ყოფნის გამო კმაყოფილება გამოხატა.

მისივე თქმით, ორი მოძმე ქვეყნის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ ორივე ქვეყნისათვის, არამედ რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და თანამშრომლობას აგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან.

აქარმა დასძინა, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურების სამმხრივ შეხვედრაზე, სამ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად თავდაცვის წარმოების სფეროში თანამშრომლობასაც განიხილავენ.

არმიის გენერალი აქარი შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს გენერალ-ლეიტენანტს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურების სამმხრივი შეხვედრა შედგება.



მსგავსი ინფორმაციები