ჰასან როჰანი აშშ-ს დაემუქრა
როჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების რამდენიმე საათში გაუქმება შეუძლია
ირანის ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ი მისი ქვეყნის მიმართ დაწესებულ სანქციებს ახალს დაუმატებს, ბირთვული შეთანხმების რამდენიმე საათში გაუქმება შეუძლია.
ჰასან როჰანიმ ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადადა: „(პრეზიდენტმა დონალდ) ტრამპმა დაამტკიცა, რომ აშშ კარგი პარტნიორი არ არის.“
„თუ აშშ სანქციებს გააგრძელებს, ირანს ბირთვული შეთანხმების რამდენიმ საათში უკან გატანა შეუძლია... ადრე წარუმატებელი სანქციები იქნა გამოყენებული და ეს ყველაფერი მოგვიანებით მოლაპარეკების მაგიდასთან იქნა დასრულებული“ - აღნიშნა როჰანიმ.
მისივე თქმით, ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ერთგულია, შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას პროპორციულ პასუხს გასცემენ, ისინი, ვინც მუქარის ენით საუბრობენ წარსული ოცნებების ტყვენი არიან და უარს ამბობენ მშვიდობის სარგებელზე.
ირანის პარლამენტმა, ამერიკის სანქციების საპასუხოდ სარაკეტო პროგრამისთვის 520 მილიონი დოლარის რესურსის გამოყოფის კანონპროექტი დაამტკიცა.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო