ერაყის არმია კიდევ 3 ოლქის განთავისუფლებისთვის ემზადება

“იძულებით ადგილნაცვალი გახდება კიდევ 10 ათასობით ერაყელი“

786448
ერაყის არმია კიდევ 3 ოლქის განთავისუფლებისთვის ემზადება

როგორც განაცხადა გაეროში ერაყის ადამიანის უფლებების დაცვის საქმეთა კოორდინატორმა ლიზე გრანდემ, ერაყში მოსულის DEAŞ-სგან განთავისუფლების შემდეგ კიდევ სამი რეგიონის, ტელაფერის, ჰავიჟას და ანბარის პროვინციების განთავისუფლების ჯერი დადგა და ამ მიზნით ერაყის სამთავრობო ძალები ამთავრებენ მზადებას.

მისივე თქმით ამ 3 რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე იძულებით ადგილნაცვალი გახდება კიდევ 10 ათასობით ერაყელი.

“2014 წლიდან, ე.ი. რაც დეაშმა ერაყში ფართო ტერიტორია დაიპყრო, 5,3 მილიონმა კაცმა დატოვა საკუთარი კერა, ზოგიერთ განთავისუფლებულ რეგიონებში მართალია ლტოლვილთა ერთი ნაკადი დაბრუნდა, მაგრამ, 3,3 მილიონი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ახლა მაგათ რიგებს ამ სამი პროვინციის მოსახლეობაც მიემატება“, განაცხადა გრანდემ.

როგორც ცნობილია მოსულის ოპერაციის დროს, რომელიც 10 თვეს გრძელდებოდა და 10 ივლისს საბოლოოდ განთავისუფლებულ იქნა დეაშელებისგან, 1 მილიონამდე კაცმა დასტოვა ქალაქი და მათგან 700 ათასი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა



მსგავსი ინფორმაციები