მუსტაფა აქინჯი მაიკ პენსის ტელეფონით ესაუბრა

მუსტაფა აქინჯი მაიკ პენსის ტელეფონით ესაუბრა

757761
მუსტაფა აქინჯი  მაიკ პენსის ტელეფონით ესაუბრა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი,  მუსტაფა აქინჯი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ტელეფონით ესაუბრა. ტელეფონით საუბრის მოთხოვნა პენსისგან მოვიდა. მხარეებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, 28 ივნისს შვეიცარიაში დასაწყები კვიპროსის საკითხის კონფერენციას შეეხო. მუსტაფა აქინჯიმ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ კვიპროსის თურქული მხარე სრული კატეგორიულობით აპირებს კონფერენციაზე დასწრებას. მაიკ პენსიმ კი განაცხადა, რომ კონფერენციაზე ვაშინგტონი კვიპროსს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია კუნძულის ორივე მხარის სამართლიანი შეთანხმებით დასრულდება. კვიპროსის საკითხის კონფერენცია, გაეროს ზედამხედველობით, ჩრდილოეთ  და სამხრეთ კვიპროსის ლიდერების, გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის წარმომადგენლების და დამკვირებელის სტატუსით ევროკავშირის მონაწილეობით 28 ივნისს შვეიცარიაში უნდა დაიწყოს.



მსგავსი ინფორმაციები