აფეთქება ათენში

აფეთქება ათენში

716661
აფეთქება ათენში

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ერთ-ერთი ბანკის ფილიალის წინ დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ბანკი  და  ახლომდებარე ბინები დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ერთ-ერთი ინტერნეტ საიტს ტელეფონით დაურეკა და განუცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე „ევრობანკი“-ს წინ ასაფეთქებელი მასალა დატოვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აღნიშნული ტერიტორია გადაკეტეს. ბომბი ბანკის ფილიალის წინ სკოლის ჩანთაში იყო ჩამონტაჟებული, რომლის აფეთქების შემდეგ ბანკი და ახლომდებარე ბინები დაზიანდა. თავდასხმაზე ამჟამად არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა და გამოძიება  მიმდინარეობს.

 


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #ათენი , #აფეთქება , #ბანკი

მსგავსი ინფორმაციები