თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 09/ 2017

თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია TÜRKSOY

684287
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 09/ 2017

თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია TÜRKSOY

თურქ ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობის გასაძლიერებლად შექმნილი თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია TÜRKSOY-ს 24 წელი შეუსრულდა. ჩვენს ამ კვირის პროგრამაში თურქულ სამყაროში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან საშუალება TÜRKSOY-ს საქმიანობას გავაანალიზებთ. ამ თემაზე გთავაზობთ ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარის ჯემილ დოღაჩ იფექის შეფასებებს.

სახალხო დიპლომატია განსაკუთრებით ორი ათასიან წლებთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი მცნებებს შორის შევიდა. და დღეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ცივი ომის დასრულებით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით სახალხო დიპლომატიამ ახალი კონცეფცია შეიძინა. თურქეთი ორი ათასიანი წლებიდან საგარეო პოლიტიკაში მრავალმხრივ პოლიტიკას აწარმოებს. ამ ასპექტში სახალხო დიპლომატია ეფექტური საგარეო პოლიტიკის საშუალებაა. თურქული საგარეო პოლიტიკის უძველესი სფეროებიდან თურქისტანი, იმ ტერიტორიებიდან ერთ-ერთია, რომლითაც გლობალური ძალები არიან დაინტერესებულნი. ამ წერტილიდან გამომდინარე გვინდა განვიხილოთ თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია  TÜRKSOY, რომელიც რეგიონის მიმართ მნიშვნელოვან მუშაობას ატარებს.

TÜRKSOY, რომელიც იგივეა თურქული სამყაროსთვის რაც იუნესკო, 1993 წელში აზერბაიჯანის, ყაზახეთის უზბეკეთის, თურქმენეთისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით შეიქმნა. მოგვიანებით მასში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო, რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათრეთი, ბაშკირეთი, ალტაი, სახა, ტუვა და ხაკასეთი, ასევე  მოლდოვეთის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზია. TÜRKSOY-ს 6 დამაარსებელი და 8 დამკვირვებელი წევრი ჰყავს.

TÜRKSOY 24 წელია მუშაობს თურქული კულტურის მომავალი თაობებისათვის გადასაცემად და მსოფლიოსათვის გასაცნობად. მისი სახელი დაარსების დროს თურქული კულტურისა და ხელოვნების ერთობლივი მმართველობა გახლდათ, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა და თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა.

TÜRKSOY-ს საქმიანობას თურქულენოვანი ქვეყნების კულტურის მინისტრების მუდმივი საბჭო განსაზღვრავს. მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს TÜRKSOY-ს გენერალური სამდივნო ახორციელებს. TÜRKSOY მხატვრების შეხვედრებს, ოპერის დღეებს, ლიტერატურის კონგრესის მსგავს ტრადიციულ ღონისძიებებს ატარებს.

თურქული სამყაროს საერთო დღესასწაული ნოვრუზი TÜRKSOY-მ 2010 წელში იუნესკოს გენერალურ ცენტრში, 2011 წელში კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული ისტორიული ზეიმით გააცნო მთელს მსოფლიოს.

TÜRKSOY ყოველ წლიურად სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელოვანების მონაწილეობით ფესტივალებს ატარებს.

TÜRKSOY-ს ჟურნალი სამ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოდის. ამასთანავე TÜRKSOY-ს გამომცემლობებში თურქულ დიალექტებსა და ენებზე დაბეჭდილი ნაწარმოებები 14 ქვეყანაში ვრცელდება. 

TÜRKSOY ყოველწიურად თურქული სამყაროს ცნობილი ხელოვანების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მართავს. TÜRKSOY-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თურქული სამყაროს კულტურული დედაქალაქი და ამ ფარგლებში 2012 წელში ასტანა, 2013 წელში ესქიშეჰირი, 2014 წელში ყაზანი და 2015 წელში თურქმენეთის ქალაქი მერვი იქნა არჩეული თურქული სამყაროს დედაქალაქად. 2016 წელში თურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქ შეკიში ძველი სახელი „იესი“ ჩატარებულ შეკრებაზე ერთხმად იქნა არჩეული ყაზახეთის ქალაქი თურქისტანი თურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქად.

თურქული საბჭო, თურქული აკადემია, თურქული კულტურისა და მემკვიდრეობის ფონდი ის საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც TÜRKSOY-სთან თანამშრომლობენ. იგი ასევე თანამშრომლობს იუნესკოსთან, ISESCO-სა და დსთ-ს ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდის მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

TÜRKSOY-ს გენერალური მდივნის მოვალეობას 2008 წლის 29 მაისიდან ყაზახეთის ყოფილი კულტურის მინისტრი დუსენ კასეინოვი ასრულებს, მისი მოადგილე კი გახლავთ თურქი პროფესორი ფირათ პურთაში. TÜRKSOY-ში მუშაობენ ასევე წევრი ქვეყნების მიერ დანიშნული წარმომადგენლები.

TÜRKSOY-ს გენერალური სამდივნო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარეობს. TÜRKSOY თურქულენოვანი ქვეყნებისა და საზოგადოებების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა. - წერს  ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი ჯემილ დოღაჩ იფექი.



მსგავსი ინფორმაციები