თურქეთ ევრაზიის ურთიერთობებიდან 07/ 2017

თურქესტანში, თურქეთის და აშშ-ის სახალხო დიპლომატიური საქმიანობა

674795
თურქეთ ევრაზიის ურთიერთობებიდან 07/ 2017

 თურქეთ ევრაზიის ურთიერთობებიდან 07/ 2017

                       თურქესტანში, თურქეთის და აშშ-ის სახალხო დიპლომატიური საქმიანობა

სახალხო დიპლომატია, განსაკუთრებით, ორი ათასიანი წლებიდან, საერთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელოვან მცნებად გადაქცევის შემდეგ, გადაიქცა, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ამ პროგრამაში გავაანალიზებთ, თურქესტანში, აშშ-ის და თურქეთის სახალხო დიპლომატიურ საქმიანობებს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        რეგიონში, აშშ-ის ძირითადი მიზანია, რუსეთის კულტურული ზეგავლენის გაქარწყლება და რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის გაძლიერება. ყირგიზეთში, დაახლოებით143, ტაჯიკეთში 81, ყაზახეთში 76, თურქმენეთში 29 და უზბეკეთში 21 ამერიკული წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაციებია (STK). უმრავლესობა ადამიანის უფლებათა დამაკონტროლებელი (Human Rights Watch), სოროსის ფონდის (Soros Foundation), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (The Committee to Protect Journalists) მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების გაგრძელებებია. რუსეთის, რეგიონში გავლენის კვლავ გაზრდის და „ფერადი რევოლუციების“ შედეგად მოპოვებული გამოცდილების, რეგიონის უფლებამოსილებისთვის გაცნობით, რომლითაც საჭიროდ იქნა მიჩნეული ამერიკული წარმომავლობის რასამთავრობო ორგანიზაციებისადმი  უფრო დიდი სიფრთხილის გამოჩენა, ხსენებულმა ორგანიზაციებმა ნაწილობრივ დაკარგეს უწინდელი გავლენა.

 რეგიონში, რუსეთის და თურქეთის, რეგიონისადმი მიმართული პოლიტიკის ძირითადი მიზანია, მხარი დაუჭიროს  რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას დაფუძნებით, როგორც ერთმანეთთან, ისე მეზობლებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ინტეგრირებული სახით დემოკრატიული ღირებულებებით თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

თურქეთი ამ პოლიტიკით, რეგიონის ქვეყნების მნიშვნელოვან თანა კომპანიონად იქცა. მისი, რეგიონისადმი მიმართული სახალხო დიპლომატია ძირითადად აქცენტირებულია კულტურული, საგანმანათლებლო, მასმედიის განვითარების მხარდაჭერისკენ.

ამ თვალსაზრისით გადადგმულ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ითვლება თურქული კულტურის, ხელოვნების, ენის და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, მსოფლიოსთვის გაცნობა და ახალი თაობებისთვის იმავე სახით გადაცემა. ამ მიზნით, 1993 წელში შეიქმნა საერთაშორისო თურქული კულტურის ორგანიზაცია (TÜRKSOY), რომელშიც გაწევრიანებულია თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, და თურქმენეთის ჩათვლით, ჩკთრ, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 6 ავტონომიური რესპუბლიკა. მოლდავეთთან დაკავშირებული გაგაუზის ავტონომიური რესპუბლიკა კი,  დამკვირვებლის სახით არის ორგანიზაციის წევრი.

რეგიონში, ლიბერალური ეკონომიკის წახალისების გავრცელების მიზნით ფუნქციონირებს, ამერიკის, ცენტრალური აზიის წამახალისებელი ფონდის სახელწოდების  ბანკი, რომელსაც მხარდაჭერას უჩენს თავად ამერიკა. ამჟამად იგი, ფუნქციონირებს ამერიკა-ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო ორგანიზაციის (U.S.–Central Asia Education Foundation) სახელით.

ეხმარება რეგიონში ბიზნესის კულტურის გაფართოებას, ცდილობს ღია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის ხელის შეწყობას.

        თურქეთი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის ურთიერთობებში განათლებას, 1992 წელში დაწყებული „დიდი სტუდენტური პროექტით“, თურქული რესპუბლიკებიდან მოიწვია ასობით სტუდენტი.  დღეს, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და მონათესავე თურქების თავჯდომარეობით, მოქმედებს „თურქეთის სტიპენდიების“ სახელწოდების პროგრამა.  პროგრამაში, „თურქულად მოლაპარაკე ქვეყნების სტიპენდიის პროგრამის“ ეგიდით, ყოველწლიურად ხდება ახალი სტუდენტების მიღება თურქეთის უნივერსიტეტებში.

გარდა ამისა, თავისი სამუშაოებით, თურქეთის სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ქცეული იუნუს ემრეს ინსტიტუტი, საქმიანობას ეწევა ასტანის და ბაქოს ცენტრების მეშვეობით. თურქეთის ეროვნული განათლების ცენტრთან დაკავშირებული ოთხ-ოთხი განათლების ცენტრია ყირგიზეთსა და თურქმენეთში, სათითაო საგანმანათლებლო ორგანიზაციებია ყაზახეთსა და უზბეკეთში.

        ყირგიზეთ-თურქეთის მანასის უნივერსიტეტი, 1997-1998 სასწავლო წლიდან,  ფუნქციონირებს ბიშკეკში. 2014-2015 სასწავლო წლის მონაცემებით, 4 საშემოდგომო სემესტრიდან, 9 ფაკულტეტზე, 4 უმაღლეს, 1 პროფესიულ სასწავლებელში, სწავლობს 4891 საბაკალავროს და სამაგისტროს, 2 ინსტიტუტში კი, 243 სამაგისტროს და დოქტორანტურის სტუდენტი.  თურქული სამყაროს პირველ ერთობლივ საჯარო უნივერსიტეტად ცნობილ აჰმედ იასევის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს ყაზახეთის დასახლებებში, სადაც დასაქმებულია 880 აკადემიური პერსონალი. გააჩნია ეკონომიკის, ისტორიის, თურქოლოგიის, ფილოლოგიის, უცხო ენების, სამართალის, სამედიცინოს, სპორტის, ხელოვნების, ინფორმატიკისა და საამშენებლო ფაკულტეტები.

ამერიკის ცენტრალური აზიის უნივერსიტეტი, რეგიონში არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მომავლის ლიდერების გამოზრდას. 

        თითქმის ყოველ წლიურად 500-დე სტუდენტს იღებს პირველ კურსზე. სწავლობს 15 ქვეყნის წარმომადგენელი.  ამერიკული წარმომავლობის კიდევ ერთ სასწავლებლად ითვლება 1997 წელში, ალმა-ატაში გაშენებული ყაზახურ-ამერიკული უნივერსიტეტი (KAU).

        თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო - TİKA-ს, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში წარმართულ ფართო ტრენინგებში შედის ჯანდაცვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

ცივი ომის პერიოდში, აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდის  საშუალება რადიო თავისუფალი ევროპა,            (Radio Free Europe/Radio Liberty, RFE/RL) მთელი საბჭოთა კავშირის მსგავსად, ცენტრალურ აზიაშიც ინტენსიურ საქმიანობას ეწევა.

        2009 წლის 21 მარტიდან, მთელი თურქული სამყაროს ხმად ქცეული -ი, არის რადიო ავაზი, რეგინში დაბანდებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.

 ყაზახურის, ყირგიზულის, უზბეკურის და თურქმენულის გარდა, პუბლიკაციები მიმდინარეობს აზერბაიჯანულ თურქულზე და ბოსნურ ენებზე. მაუწყებლობას მიმდინარეობს ყაზახურ, ყირგიზულ, უზბეკურ თურქმენულ, აზერბაიჯანულ თურქულზე და ბოშნაკურ ენებზე.  გარდა ამისა, TRT-ს უცხოეთის მაუწყებლობა გადაცემებს წარმართავს როგორც თურქულ დიალექტებზე, ისე სხვადასხვა ენებზე.  

        აშშ-ის და თურქეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაანალიზებისას, ვხედავთ, რომ ცენტრალურ აზიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო თანამეგობრობის გზით ხდება სახალხო დიპლომატიური საქმიანობის წარმართვა.  ჩინეთის და რუსეთის დიპლომატია კი, რეგიონში აშკარაა.

თურქეთი კი,  ცდილობს, მათ შორის უფრო უნიკალური და წარმატებული მოდელის შექმნას.

       ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები