ისრაელი პალესტინაში არალეგალურ მშენებლობებს განაგრძობს

ისრაელი პალესტინაში არალეგალურ მშენებლობებს განაგრძობს

659761
ისრაელი პალესტინაში არალეგალურ მშენებლობებს განაგრძობს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იორდანეს დასავლეთ ნაწილში ებრაელთა დასახლებებში 2500 ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების გეგმა დაამტკიცა. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობის შესაჩერებლად საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყეს. მან ასევე დასძინა, რომ ისრაელის მხრიდან არალეგალური გზით მშენებლობების შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებენ. მაჰმუდ აბბასი ამ საკითხთან დაკავშრებით 7 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან   შეხვედრას გამართავს. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა აშშ-ს მხრიდან თავიანთი საელჩოს ტელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის საკითხიც გააკრიტიკა.



მსგავსი ინფორმაციები