ოპერაცია "ევფრატის ფარი"

ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში ტერორგანზიაცია DEAŞ-ის წევრი 48 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

647026
ოპერაცია "ევფრატის ფარი"

სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ნაწილებისაგან გაწმენდის მიზნით თურქეთის ლიდერობით 24 აგვისტოს დაწყებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში ტერორგანზიაცია DEAŞ-ის წევრი 48 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოპერაციის 139-ე დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმელეთიდან ტერორგანიზაციის 246, ჰაერიდან კი 23 სამიზნე იქნა დაბომბილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაბომბილ სამიზნეებს შორისაა ტერორისტების თავშესაფრები, თავდაცვითი პოზიციები, მართვის კონტროლის ბაზები, იარაღი და სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობები.

ამასთანვე თურქმა სამხედროებმა 3 ხელნაკეთი ასაფეთქებელიც გააუვნებელყვეს.  


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია ევფრატის ფარი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები