თავდასხმა ტერ-ორგანიზაციაზე

დაიღუპა სულ ცოტა 30, დაშავდა ათობით ადამიანი

643659
თავდასხმა ტერ-ორგანიზაციაზე

სირიაში, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ნუსრას ფრონტად წოდებულ ჟაბჰათ ელ ფეთიჰ ელ-შამის ტერ-ორგანიზაციაზე. დაიღუპა სულ ცოტა 30, დაშავდა ათობით ადამიანი.

ლონდონს დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, დაარტყეს, სირიის ჩრდილოეთით, იდლიპთან დაკავშირებულ სერმადას დასახლების ერთ შენობას, რომელსაც თავს აფარებდნენ ჟაბჰათ ელ ფეთიჰ ელ-შამის ტერორისტები. არ გავრცელებულა ვისი მხრიდან განხორციელდა თავდასხმა, რუსეთის თუ, აშშ-ის წინამძღოლობით კოალიციის.  

რუსეთის და თურქეთის გარანტიორობით სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი, გრძელდება მცირედი დარღვევების გარეშე.

სირიის, შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა, აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესადის რეჟიმი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, არ შეუერთდებიან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის პოლიტიკურ შეხვედრას.   

საინტერესოა ამ თავდასხმით, ზავი ჩიხში მოექცევა თუ არა.

მართალია განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არ მოიცავს ელ ნუსრას და დეაშის მსგავს ტერ-ორგანიზაციებს, მაგრამ ოპოზიციონერები აღნიშნავენ, რომ ამ დაჯგუფებების მომიზეზებით, თავდასხმის სამიზნე ოპოზიციონერები არიან.



მსგავსი ინფორმაციები