დამასკოში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩოზე ნაღმტყორცნიდან თავდასხმა განხორციელდა

640450
დამასკოში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩოზე ნაღმტყორცნიდან თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არ არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით დამასკოში მდებარე საელჩოზე ნაღმტყორცნიდან ორი გასროლა განხორციელდა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ საელჩოს ეზოში ჩამოვარდნილი ერთი ნაღმი არ აფეთქებულა, მეორე კი საელჩოს ტერიტორიის გვერდით ჩამოვარდა. აუფეთქებელი ნაღმის გაუვნებელყოფისათვის სპეციალისტები გამოიძახეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სირიაში სამშვიდობო პროცესის საბოტაჟისთვის განხორციელებული პროვოკაციაა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #რუსეთი , #საელჩო , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები