სირია, ხანძარი კარავში

ერთ-ერთ კარავში წარმოქმნილ ხანძარში, დაიღუპა ერთი ბავშვი და დაშავდა ოთხი ადამიანი

638072
სირია, ხანძარი კარავში

სირიის ქალაქ ალეპოს, აზიზის რაიონის ესსალემეს ბანაკის ერთ-ერთ კარავში წარმოქმნილ ხანძარში, დაიღუპა ერთი ბავშვი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

ქილისის, თურქეთის მოსაზღვრე ონჯუფინარის საბაჟოს მოპირდაპირე სირიელი მიგრანტების კარავში, ჯერაც გაურკვეველი მიზეზით წარმოიქმნა ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც შეეცადნენ ჟანდარმები. დაშავდა ერთი ოჯახიდან ცოლ-ქმარი აბდულბაჰსი, ბარანი და მათი სამი შვილი. ნათესავების დახმარებით დაშავებულები გადაყვანილ იქნენ საბაჟოში და იქიდან სასწრაფო დახმარების მანქანით ქილისის საავადმყოფოში.

ერთი წლის მარანი, ყველანაირი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული მოქალაქე კი, გადაყვანილ იქნა გაზიანთეპის საავადმყოფოში.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #კარავი , #ხანძარი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები