ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი აზერბაიჯანში იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი აზერბაიჯანში იმყოფება

635529
ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი აზერბაიჯანში იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი აზერბაიჯანში იმყოფება.

ქაჰრამანი თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის TÜRKPA-ს შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

გუშინ საღამოს საათებში დედაქალაქ ბაქოში ჩასულ ისმაილ ქაჰრამანს ჰაიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვალეჰ ალესგეროვი, თურქეთის ელჩი ბაქოში ერქან ოზორალი და სხვა უფლებამოსილები დახვდნენ.

ქაჰრამანი მოგვიანებით აზერბაიჯანის ეროვნულ მეჯლისში სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარეთა საპატივცემულოდ გამართულ ვახშამს დაესწრო.

თურქეთის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმაუტლინსა და ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინიბაი თურზუნბეკოვს შეხვდება.

პროგრამის მეორე დღეს ისმაილ ქაჰრამანი თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრება, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ესედოვთან და პრემიერმინისტრს არტურ რასიზადესთან გამართავს შეხვედრებს.



მსგავსი ინფორმაციები