ალეპოში განხორციელებული ბოლო თავდასხმის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

სირიაში რეჟიმის ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ალეპოში განხორციელებული ბოლო თავდასხმის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

620985
ალეპოში განხორციელებული ბოლო თავდასხმის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

სირიაში რეჟიმის ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ალეპოში განხორციელებული ბოლო თავდასხმის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ალეპოში სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის პრესსპიკერმა იბრაიმ ებუ ლეისმა განაცხადა, რომ ასადის ძალების საარტილერიო ქვედანაყოფმა ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ ჯუბ ელ კუბეს უბანში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.

„თავდასხმის დროს 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც, ათასობით ადამიანი კი დაიჭრა, რეგიონი ინტენსიური თავდასხმის ქვეშაა“- დასძინა ლეისმა.

რეჟიმის ბოლო ოპერაციის ჩათვლით ალეპოს აღმოსავლეთში 15 ნოემბრიდან დღემდე დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობამ 739-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 ათას 5000-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ასადი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები