მევლუთ ჩავუშოღლუ ესპენ ბარტ ეიდენს ტელეფონით ესაუბრა

მათ საუბრის დროს კვიპროსის საკითხის მოგვარების ფარგლებში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

619090
მევლუთ ჩავუშოღლუ ესპენ ბარტ ეიდენს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველს კვიპროსის საკითხში ესპენ ბარტ ეიდენსს ტელეფონით ესაუბრა.

ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ საუბრის დროს კვიპროსის საკითხის მოგვარების ფარგლებში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. კუნძულის თურქული და ბერძნული მხარის წარმომადგენლებმა გასულ კვირას  შვეიცარიის ქალაქ მონტ პელერინიში შეხვედრა გამართეს, მაგრამ მათ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას, კერძოდ კი 24-25 ნოემბერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მან იქ პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. ჩავუშოღლუმ და მისმა ოპონენტებმა შეხვედრაზე კუნძულ კვიპროსის პრობლემების  ძირეული მოგვარების საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები