ბულგარეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ბულგარეთში პრეზიდენტად საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, თადარიგის გენერალი რუმენ რადევი აირჩიეს

609945
ბულგარეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

 

ბულგარეთში პრეზიდენტად საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, თადარიგის გენერალი რუმენ რადევი აირჩიეს.

ბულგარეთის მთავარი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის კანდიდატმა რუმენ რადევმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,4 % მოაგროვა და გაიმარჯვა.

რადევის მეტოქე ცეცკა ცაჩევა იყო, რომელსაც მხარს პრემიერი ბორისოვი უჭერდა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრემიერმა ბორისვომა განაცხადა, რომ 2 დღეში თანამდებობიდან გადადგება.

ამგვარად, ბულგარეთში გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

პრორუსმა რადევმა აღნიშნა, რომ ნატოდან არ გავლენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსკოვის პირისპირ აღმოჩნდებიან.

რადევი საარჩევნო დაპირებებში აცხადებდა, რომ ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას და შეწინააღმდეგება ბულგარეთში მიგრანტების შესვლას.



მსგავსი ინფორმაციები