ოპერაცია “ევფრატის ფარი“ გრძელდება

გუშინ ლიკვიდირებულ იქნა 12 ტერორისტი

606195
ოპერაცია “ევფრატის ფარი“  გრძელდება

24 აგვისტოს თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის ჩრდილოეთ ნაწილის DEAŞ-გან გათავისუფლების ოპერაცია სახელწოდებით ევფრატის ფარი გრძელდება. 

მის ფარგლებში გუშინ ლიკვიდირებულ იქნა 12 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში დაიჭრა ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიის 7 მებრძოლი.

სულ კი გუშინ დაეშის კუთვნილ 57 სამიზნეზე, მათ შორის ტერორისტების ბუნკერებზე, თავდაცვის ობიექტებზე, სამეთაურო შტაბზე, არსენალებზე განხორციელდა დარტყმები, რის კვალდაკვალ სამი დასახლება იქნა განთავისუფლებული.

მოკლედ, ოპერაციის დაწყების აქეთ სირიის ოპოზიციამ ხელთ იგდო 1440 კვ კმ-ის ტერიტორია, რომელზედაც დაბრუნება დაიწყეს ლტოლვილობაში მყოფმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა    



მსგავსი ინფორმაციები