თავდასხმა ქირქუქის ელექტროსადგურზე

დაიღუპა 13 კაცი

594213
თავდასხმა ქირქუქის ელექტროსადგურზე

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქირქუქის მახლობელ დიბის რაიონში  ტერ ორგანიზაცია დეაშის მიერ ერთ-ერთ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა.

ამ თავდასხმის დროს ასევე ოთხი სამართალდამცველიც დაშავდა.

რაიონის გამგებლმა აბდულლაჰ ნურეთთინმა  თურქულ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დეაში მათ რეგიონში მსგავს თავდასხმებს ხშირად ახორციელებს.  

მისივე თქმით მომხდარის შემდეგ სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად სამი ტერორისტი იქნა მოკლული.

ტერაქტის შედეგად დაღუპული სამი ირანელი მოქალაქე ელექტროსადგურზე მომუშავეები იყვნენ. ქალაქ კირკუკის ცენტრში კი კომენდანტის საათი გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები