ისრაელი ახალი სამოსახლოები

საერთაშორისო პროტესტების მიუხედავად, ისრაელი, დასავლეთ სანაპიროზე, ხელახლა აშენებს 300 ებრაელისთვის საცხოვრებელ შენობას

581272
ისრაელი ახალი სამოსახლოები

საერთაშორისო პროტესტების მიუხედავად, ისრაელი, დასავლეთ სანაპიროზე, ხელახლა აშენებს 300 ებრაელისთვის საცხოვრებელ შენობას.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დაამტკიცა ებრაული დასახლების ცენტრების მშენებლობისთვის პროექტი.

ისრაელის მშვიდობის მოძრაობის მხრიდან, საკითხთან დაკავშირებით 2 პროექტის დამტკიცება, გაჟონა პრესაში.

პირველი პროექტით გათვალისწინებულია 98, მეორეთი კი, 200 სახლის გაშენება.

სამშვიდობო მოძრაობის მრჩეველის განცხადებით, პროექტების დამტკიცება მოხდა გასულ კვირას, შიმონ პერესის დაკრძალვის დღეს.

მრჩეველი, ნათანიაჰუს მთავრობას, ადანაშაულებს რა პალესტინის მიწების ებრაული მოსახლეობისთვის გაჩუქებაში, ამატებს, რომ  „მისი მძიმე პოლიტიკური შეცდომების ანაზღაურება დაგვეკისრება ჩვენ, ისრაელის კანონის დამცველ მოქალაქეებს“.

იმასაც ამბობენ, რომ ისრაელის მთავრობამ მოუწოდა ინვესტორებს, რამალლაჰის მიმდებარე ადგილებში, სამრეწველო ზონის შესაქმნელად გააშენონ ქარხნები.

ებრაული სამოსახლო ცენტრების გაშენებას ეწინააღმდეგება ისრაელის ახლო მოკავშირე აშშ-იც კი.



მსგავსი ინფორმაციები