აბასი ბაირამის მესიჯი

აბასმა   მთელ პალესტინელ ხალხს მიულოცა კურბან ბაირამი

569877
აბასი ბაირამის მესიჯი

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბბასმა, კურბან ბაირამთან დაკავშირებით ოფიციალურ ტელევიზიაში, 8 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გადავადების შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ყოველგვარი სიძნელეების მიუხედავად გააგრძელებენ დემოკრატიულ პროცესში წინსვლას. შეეხო ისრაელთან ურთიერთობასაც და აღნიშნა, რომ არ არის მართალი მათ შესახებ წარმოდგენა შეიქმნს ისეთი, როგორც ეს ისრაელის მთავრობას სურს. ისინი მარტონი არ არიან.  მთავარი ოკუპანტი ქვეყანა კი, იზოლირებულია საერთაშორისო არენაზე, რადგან მას არ სურს მშვიდობის გზაზე ერთი ნაბიჯით წინ წაწევა. იგი განაგრძობს სამოსახლოების გაშენებას, წმინდა ადგილებში დარღვევებს, ეთნიკურ წმენდას და განზრახ მკვლელობებს, რაც იწვევს მსოფლიოში საერთაშორისო კრიტიკის გამოწვევას.   

აბასმა აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის გამოჩენილმა მიდგომამ, ადრე საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემა დაიმსახურა.  

დაღუპულთა სისხლი, ვეტერანების ტკივილები, ტყვეების ამაყი დგომა და დედების დაღვრილი ცრემლები, არაბ ძმებთან კოორდინაციის პოლიტიკის სინამდვილეს წარმოაჩენს. აბასმა   მთელ პალესტინელ ხალხს მიულოცა კურბან ბაირამი.

პალესტინის უმაღლესმა სასამართლომ, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზა შერიდში, 8 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ განცხადების შესაფასებლად დრო სჭირდებათ. განაცხადა, რომ საკითხის განხილვის მიზნით 21 დეკემბერს კვლავ ჩაატარებენ სხდომას.



მსგავსი ინფორმაციები