ესადის ძალები PYD-ს უტევენ

შეტაკებები ჰასექეში მძაფრდება

555612
ესადის ძალები PYD-ს უტევენ

სირიიდან მიღებული ცნობებით 16 აგვისტოს აქეთ გრძელდება ცხარე ბრძოლები ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ჰასექეს ოლქში, რეჟიმის ნაწილებსა და ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ ფრთა  PYD-ს დაჯგუფებას შორის, რასაც საავადმყოფოდან გავრცელებული ინფორმაციით 16 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 34 დაიჭრა, ხოლო ლიკვიდირებულ იქნა 20-ზე მეტი ტერორისტი.

ამავე ცნობით ესადის ძალები მოწინააღმდეგეს სამხედრო თვითმფრინავებითაც ბომბავენ და არტილერიიდანაც რა, განადგურებულთა შორისაა PYD-ს ნივშეს უბანში მდებარე შტაბი, საბბაღის საკონტროლო გამშვები პუნქტი, ეზ ზუჰურის უბანში მდებარე სამხედრო არსენალი და კიდევ რამდენიმე სხვა უბანი.

ამის საპასუხოდ PYD-ს მილიტანებმა ქალაქის ცენტრში მდებარე რეჟიმის ძალების შტაბი და გუვეირანის უბანი ნაღმტყორცნებით დაბომბეს.

არაფერია ნათქვამი რეჟიმის ძალების დანაკარგების შესახებ, ხოლო შეტაკების გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები