სირია საჰაერო თავდასხმა

სირიის არმიის, ჰალეპის სამოსახლოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში მოკლულ იქნა სამი ადამიანი

476803
სირია საჰაერო თავდასხმა
სირიის არმიის, ჰალეპის სამოსახლოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში მოკლულ იქნა სამი ადამიანი. სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილისგან მიღებული ინფორმაციით, არმიის შვეულმფრენით, სამოსახლოზე ბარელი ბომბის გატყორცნის შედეგად, დაშავდა 15 ადამიანი. თავდასხმის შემდეგ წარმოიქმნა ხანძარი. ამავდროულად ჩამოვარდა ესადის რეჟიმისთვის განკუთვნილი ერთი MİG-23 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. მაშინ, როცა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ინტერფაქსის განცხადებით თვითმფრინავი ჩამოვარდა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ი კი აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს თვითმფრინავი და დააკავეს პილოტიც. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა დამასკოს სამხრეთით, DEAŞ-ის კონტროლის ქვეშ არსებულ რეგიონში.


მსგავსი ინფორმაციები