უკრაინას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

იგი დამოუკიდებელი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა

471098
უკრაინას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

უკრაინის პარლამენტის თავჯდომარე ვლადიმერ გროისმანი ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად იქნა არჩეული. პეტრო პოროშენკოს ბლოკმა და სახალხო ფრონტის 257 პარლამენტარმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გროსმანის პრემიერობას. უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი გასულ კვირას გადადგა თანამდებობიდან და მას შემდეგ პეტრო პოროშენკოს ბლოკმა და სახალხო ფრონტმა ახალი პრემიერის კანდიდატურად ვლადიმერ გროისმანი წარადგინეს. იგი დამოუკიდებელი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა. ვლადიმერ გროისმანი 1978 წლის 20 იანვარს უკრაინის ქალაქ ვინიციაში დაიბადა და იგი 2006-2010 წლებში ვინიციის მერი გახლდათ. გროისმანი 2014 წლიდან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე მუშაობდა.



მსგავსი ინფორმაციები