რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედება

რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედება

470906
რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედება

რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედება

მოსკოვის მთავრობამ ყირიმელ თათართა ეროვნულ მეჯლისს ფუნქციონირება შეუჩერა. რუსული სატელეგრაფო საინფორმაციო სააგენტო TACC-ს მიხედვით, ადრე ეროვნული მეჯლისის რადიკალური დაჯგუფების სიაში შეყვანისთვის სარჩელი იქნა შეტანილი, რის გამოც რუსეთის მხრიდან ყირიმში დანიშნულმა პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ განაჩენის გამოტანამდე ყოველგვარი ფუნქციონირება შეუჩერა მას. პროკურორის განცხადებით აღნიშნული გადაწყევტილება რუსეთის კონსტიტუციის დაურღვევლობის მიზნით იქნა მიღებული. ყირიმელი თათრების ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ მუსტაფა აბდულჯელილ ქირიმოღლუმ რუსეთის ასეთი გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. „რუსეთის ყირიმელი თათრების მიმართ გადადგმული ნაბიჯი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გაგრძელებაა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი გონს მოეგებოდა, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოებში პოლიტიკურ საკითხებზე სამართლიანი გადაწყვეტილებები არ ხდება. სასამართლოს მთავრობის მხრიდან როგორი მითითებაც ეძლევა იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას,“ განაცხადა ქირიმოღლუმ. მისივე თქმით რუსეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება თვით რუსეთის კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება. ყირიმელი თათრების ეროვნული მეჯლისის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ სარჩელი პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ ყირიმის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე წლის 15 თებერვალს შეიტანა. მეორეს მხრივ ლიტვის პარლამენტმა რუსეთის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგმო და ადამიანის უფლებების შელახვად შეაფასა.



მსგავსი ინფორმაციები