აშშ მხარს დაუჭერს ესადის გასამართლებას

ამის შესახებ კირბიმ განაცხადა

446743
აშშ მხარს დაუჭერს ესადის გასამართლებას

როგორც განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ტრადიციულ ყოველდღიურ კონფერენციაზე, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ბეშარ ესადის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგომის წინადადებას დააყენებს, მაშინ, ამერიკა მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.

კირბიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიელ ოპოზიციონერთა კოორდინატორმა რიად ჰიჯაბიმ თქვა, რომ სირიაში გარდამავალი პერიოდის დაწყებისთანავე ესადმა უნდა დასტოვოს ეს ქვეყანა, ხოლო ამის პარალელურად იგი უნდა წარუდგეს საერთაშორისო სასამართლოს.

კირბის თქმით ამერიკას სირიაში ისეთი მთავრობა უნდა, რომელიც თავის ხალხის წინააღმდეგ არც ქიმიურ იარაღს და არც ვაკუუმის ბომბს გამოიყენებს, ხოლო ამის პარალელურად ეს მთავრობა მხოლოდ დიალოგის გზით შეეცდება ქვეყანაში არსებული კრიზისის მოაგვარებას



მსგავსი ინფორმაციები