ბაღდადში შიიტების მეჩეთის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში შიიტების მეჩეთის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

439646
ბაღდადში შიიტების მეჩეთის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შიიტების მეჩეთის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეაშის წევრმა ორმა პიროვნებამ შიიტების მეჩეთთან თავი აიფეთქა.

პირველმა თვითმკვლელმა ტანზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთის შიგნით ააფეთა, მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი მეჩეთთან უსაფრთხოების ძალების მისვლის დროს აიფეთქა.

რეგიონში, სადაც უმთავრესად შიიტები ცხოვრობენ, მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულებს შორის 4 უსაფრთხოების თანამშრომელია.



მსგავსი ინფორმაციები