თბილისი მეზობელი ქვეყნების დიპლომატების შეხვედრას მასპინძლობს

განიხილავენ აქტუალურ საკითხებს

435492
თბილისი მეზობელი ქვეყნების დიპლომატების შეხვედრას მასპინძლობს

თბილისი მეზობელი ქვეყნების დიპლომატების შეხვედრას მასპინძლობს

განიხილავენ აქტუალურ საკითხებს

თბილისი საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას მასპინძლობს და ამ მიზნით თბილისში ჩასულ თურქ დიპლომატს, მევლუტ ჩავუშოღლუს პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან ჰქონდა რა, ამ უკანასკნელმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს გუშინწინ ანკარის ცენტრში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო. ჩავუშოღლუმ კი თავის მხრივ უსუფაშვილს სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში და სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ დეტალური ინფორმაციები მისცა. დღეს თბილისში სამი ქვეყნის დიპლომატების რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართება და ამჯერად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, თავდაცვის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებასთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ, შეფასებას მისცემენ ერთობლივად განხორციელებული პროექტების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ქარსის რკინიგზის მაგისტრალის და ტრანს ანატოლიური ბუნებრივი გაზის მაგისტრალის ფარგლებში არსებულ ვითარებებს. შეკრების დასრულების შემდეგ სამივე მინისტრი მიმდინარე წლისათვის ექსპლოატაციაში გადასაცემ სარკინიგზო მონაკვეთზე საცდელ მატარებელში დაჯდებიან და თურქეთის მხარეზე არსებულ პირველ გაჩერებამდის იმგზავრებენ. ჩავუშოღლუ თბილისში ვიზიტად გუშინწინ იყო, საიდანაც იგი შემდეგ აზერბაიჯანში გადავიდა და მას შეხვედრები მოუწყეს თავისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მამედიაროვმა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა



მსგავსი ინფორმაციები