ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა სახელმწიფომ პირველად უმასპინძლა ამერ

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა სახელმწიფომ პირველად უმასპინძლა ამერიკის სახელმწიფო მდივანს

400397
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა სახელმწიფომ პირველად უმასპინძლა ამერ

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა სახელმწიფომ პირველად უმასპინძლა ამერიკის სახელმწიფო მდივანს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში, სადაც პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯის შეხვდა.

აქინჯის განცხადებით, შეხვედრაზე ამერიკამ პრობლემის გადაწყვეტის პროცესის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესისათვის ლიდერების მცდელობებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ქვეყანა ისევ გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას.

„ახლა ყველაზე უფრო მჯერა, რომ კუნძულზე შესაძლოა პრობლემის მოგვარება მოხდეს. არის სირთულეები, თუმცა მათი დაძლევა შესაძლებელია“ - აღნიშნა ჯონ კერიმ.

კერის თქმით, ხმელთაშუა ზღვაში საჭიროა მშვიდობის კუნძული არსებობდეს და მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულებით კვიპროსმა შესაძლოა ეს როლი შეასრულოს.

კერი, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაეროს კონტროლის ქვეშ არსებულ ბუფერულ ზონაში ბერძენი და თურქი ახალგაზრდების კალათბურთის მატჩს დაესწრო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოგვიანებით გაეროს მისიის ხელმძღვანელის ლიზა ბუტენჰაიმის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა სადაც ასევე იყვნენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტი აქინჯი და სამხრეთ კვიპროსის ლიდერი ანასტასიადისი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები