პუტინი თეირანში ჩავიდა

ვიზიტი 2 დღიანია

421049
პუტინი თეირანში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ირანში, სადაც მას პირისპირი შეხვედრები ექნება ამ ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან და რელიგიურ ლიდერ ალი ჰამანეისთან, ხოლო განხილვის მთავარი თემები სირიაში შექმნილი მდგომარეობა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული ბრძოლა იქნება.

გარდა ამისა ორი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით თეირანში მინი სამიტიც მოეწყობა, რომელზედაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან ერთად ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსაც განიხილავენ.

ირანში დასრულებული ვიზიტის შემდეგ პუტინი აქედან იორდანიას ეწვევა

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები