რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები გაააქტიურა

დედაქალაქ დამასკოში, ალეპოსა და იდლიბში განხორციელებულ თავდასხმებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

414109
რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები გაააქტიურა

რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები გაააქტიურა.

დედაქალაქ დამასკოში, ალეპოსა და იდლიბში განხორციელებულ თავდასხმებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული თვითმფრინავების დაბომბვების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქ დამასკოში დაიღუპა. ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის ბაზრის დაბომბვას 23 სამოქალაქო პირი, მათ შორის 6 ბავშვი, ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

რუსული არმიის კუთვნილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ალეპოს ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიც დაბომბეს, რის შედეგადაც 10 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა, ბევრი ადამიანი კი დაშავდა.

იდლიბის სამხრეთით ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების დაბომბვას კი 8 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად ასევე დაზიანდა უამრავი ოფისი, სახლი და სატრანსპორტო საშუალება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები